Extra-ში საწყობის მიმღები ოპერატორის ვაკანსია გვაქვს!
Extra ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის ქართული პლატფორმაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.
ის მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე დიდ არჩევანს - 120 000 ნივთს, რომელიც განაწილებულია 30-მდე სხვადასხვა კატეგორიაში. იგი ასევე უზრუნველყოფს უფასო მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისსა და რეგიონში.
ძირითადი პირობები:
ლოკაცია: თემქა, ურეკის ქუჩა;
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 21:00 სთ დან 06:00 მდე
ტრანსპორტით უზრუნველყოფა
ანაზღაურება: საშუალოდ 1300-1600 ლარი;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
FitPass, სურვილის შემთხვევაში.
ძირითადი ფუნქციები:
** კურიერების მიერ საწყობში მიტანილი პროდუქციის შემოწმება ზუსტი მახასიათებლების მიხედვით და პროგრამულად ასახვა;
** კურიერისგან მიღებული ნივთების შემოწმების შემდეგ, მათი აღნიშვნა შესაბამისი სტიკერით და სორტირების გუნდისთვის გადაცემა;
** უზუსტობის შემთხვევაში შესაბამის რგოლებთან კომუნიკაცია.
ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ბმულზე: https://bit.ly/3xcyuTY
თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.