jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ჰოსტესი/Hostess
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

"მაკდონალდს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის/Hostess პოზიციაზე თბილისის რესტორნებში

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: საათობრივი, ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია თვის განმავლობაში თანამშრომლის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობაზე. შიდა პოლიტიკის მიხედვით პირველი ტარიფის ზრდა ხდება მუშაობის დაწყებიდან 1 თვეში. ხოლო შემდგომი ზრდა სამუშაო შედეგების გათვალისწინებით შიდა პროცედურით გაწერილი წესების მიხედვით;
** სრული სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე. კვირის ჭრილში სამუშაო დღეები, საათები და დასვენების დღეები წინასწარ თანხმდება თანამშრომელთან;
** სამუშაო საათები: ერთ სამუშაო დღეში მინიმუმ 4 სთ და მაქსიმუმ 8 სთ ცვლა (10:00-დან 22:30-მდე შუალედში). თანამშრომელთათვის სამუშაო დღის განმავლობაში განკუთვნილია 1 საათიანი შესვენება 4 სთ მუშაობის შემდგომ;
** ბონუსები: შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა;
** კვება: 70% კვების შეღავათი მაკდონალდსის რესტორნებში სამუშაო დროის პერიოდში;
** დამტკიცებული სამოტივაციო კალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები;
** თანამშრომელთა განვითარების გეგმით განსაზღვრული შიდა ტრენინგები.

Hostess - პოზიციის ძირითადი ვალდებულებები:

** რესტორნის მთავარი დიასახლისის მიერ მიწოდებული რესტორნის ღონისძიებების ჩატარება;
** სტუმრებისთვის დაბადების დღის დაჯავშნა და დაჯავშნასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის სწორად შესრულება;
** დაჯავშნილი დაბადების დღის ჩატარება დაკვირვების საკონტროლო ბარათის ყველა პუნქტის შესრულებით;
** დაბადების დღის დარბაზის ინვენტარის აღწერა;
** ფლეილენდის სისუფთავის კონტროლი;
** მაკდონალდსის რესტორნებში და მაკდონალდსის რესტორნებს გარეთ თემატური ღონისძიებების ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სურვილი;
** დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების მაღალ დონეზე შესრულებისთვის საჭირო ტრენინგებს უზრუნველყოფს კომპანია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია და ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/vacancies/modules



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |