"Award Recreation" არის წამყვანი სამშენებლო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2011 წელს და თავისი რევოლუციური მიდგომებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებაში.
შპს "AWARD" აცხადებს არქიტექტორის ვაკანსიას.
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდზე 1500 ლარი
მოვალეობები:
** სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების დაგეგმარება და დაპროექტება; (ძირითადი ობიექტები წარმოადგენს გამწვანებული ტერიტორიების დაგეგმარება პროექტირებას)
** მუშა ნახაზების შექმნა;
** საშემსრულებლო ნახაზების მომზადება;
** მომზადებული დიზაინის/პროექტის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირება;
პროფესიული მოთხოვნები:
პროფესიული კომპიუტერული პროგრამების: ArchiCAD, AutoCad, Lumion და ა.შ ფლობა. Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს პორტფოლიო და CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20 ნოემბერი
გისურვებთ წარმატებას!