ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია "კამპა" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 და საბონუსე სისტემა
ძირითადი მოვალეობები:
** კონკრეტულ სამოქმედო უბანზე ვიზიტების განხორციელება.
** ქსელის მონიტორინგი.
** სამოქმედო უბანზე ახალი ობიექტების მოძიება და ათვისებაში ჩართულობა.
** ობიექტზე ნაშთების კონტროლი/ოპტიმალური ნაშთის არ არსებობის შემთხვევაში რეაგირება.
** პლანოგრამის მიხედვით პროდუქციის განთავსების კონტროლი/დაცვა.
** ფასმაჩვენებლების კონტროლი.
** სააქციო პერიოდში ფასების კონტროლი.
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან კვირის ჭრილში.
** ქსელში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მყისიერი კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან.
** კონკურენტი კომპანიების ფასების მონიტორინგი თვეში ერთხელ/ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება "Food & Beverage" კატეგორიის მიმართულებით;
** ინგლისურის და რუსულის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი
საჭირო პიროვნული უნარები:
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** პრიორიტეტების და დავალებების სწორად გადანაწილება;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით: m.gagua@campa.ge
წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!