საგზაო-სამშენებლო კომპანია "New Road"-ი 2010 წლიდან ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს. საქმიანობა მოიცავს საგზაო და ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასფალტ-ბეტონის გზების, ავტობანების და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე,
პირობები:
** სამუშაო ადგილი - საბურთალო, საირმის ქუჩა
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (სამუშაო საათები - 9:00-18:00; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით); გამოსაცდელი ვადა 6 თვე.
** სახელფასო განაკვეთი - 2500-3000 ლარი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ხელშეკრულებების მომზადება და განხილვა: კომპანიასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტების, როგორიცაა სამოქალაქო ტიპის კონტრაქტები (მომსახურება, ნასყიდობა, იჯარა, ქირავნობა და სხვა) მომზადება, ანალიზი და იურიდიული შეფასება.
** სამართლებრივი კონსულტაციები: თანამშრომლებისთვის და მენეჯმენტისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა სხვადასხვა საკითხებზე, როგორიცაა კანონმდებლობა, რეგულაციები და სხვა სამართლებრივი საკითხები.
** კონფლიქტების მოგვარება: სამართლებრივი დავების და კონფლიქტების წარმოება, როგორც სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოში, ისე მოლაპარაკებების პროცესში.
** კანონმდებლობის მონიტორინგი: არსებული კანონმდებლობის მუდმივი კვლევა და ანალიზი, რათა კომპანის საქმიანობა შესაბამისობაში იყოს ყველა სამართლებრივ აქტთან.
** შრომის სამართალი: სამუშაო პირობების სამართლებრივი რეგულირების უზრუნველყოფა, შრომითი ხელშეკრულებების მომზადება/კონტროლი, თანამშრომლების უფლებების დაცვა და შრომის ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება.
** დოკუმენტაციის დაცვა: ყველა სამართლებრივი დოკუმენტაციის შენახვა და მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სასამართლოში ან/და ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
უნარები:
** ანალიტიკური უნარები: სამართლებრივი საკითხების ანალიზისა და სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენის უნარი.
** კომუნიკაციის უნარები: წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები, გუნდური მუშაობის უნარი.
** სამუშაო ეთიკა: პასუხისმგებლობის მაღალი დონე, დეტალებზე ყურადღება და ვადების დაცვის უნარი.
** პრობლემების გადაწყვეტის უნარი: კრიტიკული აზროვნების უნარი და უნარი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისას.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV მისამართზე: s.tskhoidze@newroad.ge
კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. რეზიუმე/CV-ის გამოგზავნით თქვენ, აცხადებთ რომ კომპანია "New Road"-ის მიერ თქვენი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს თქვენი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების) დამუშავება, მათ შორის, შენახვა (1 წლის ვადით).
თანხმობა ეხება წარმოდგენილ ბიოგრაფიულ მონაცემებს და აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ თქვენს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: s.tskhoidze@newroad.ge