jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქარსფეისი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

კომპანია "ქარსფეისი-Carspace" ავტოიმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"ქარსფეისი" 4 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ჩამოყვანილი ჰყავს უკვე 10 000 ზე მეტი ავტომობილი ამერიკიდან.

თუ გიყვარს გაყიდვები და ავტომობილები მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.

მოვალეობები: გამოცდილება სატელეფონო გაყიდვების მართვაში;

მოთხოვნები

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint, Outlook);
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
** პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი

პირობები

** სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 სთ.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #19.
** ხელფასი: 700 ლარი + მინიმალური ბონუსი პირველივე თვიდან 2500-დან 3000 ლარი. ბონუსი არის აშშ დოლარში და ჩარიცხვა ხდება ეროვნული ბანკის კურსით ლარში.
** წამახალისებელი ჯილდო საუკეთესო გაყიდვების მაჩვენებელზე.
** წელიწადში 5 კალენდარული ანაზღაურებადი დღე დამატებითი შვებულების სახით;
** კორპორაციული წვეულებები; ტრენინგები და სასწავლო მიმართულებების დაფინანსება.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@carspace.ge

Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

"CV-ის გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით 1 თვის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |