jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: სოფლის განვითარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 ნოემბერი

ა (ა)იპ - "სოფლის განვითარების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ს.ახმეტელის 10ა
ანაზღაურება: 1876 ლარი (net)
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სტანდარტული. დისტანციური/ჰიბრიდული მუშაობა არ განიხილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საინვესტიციო, საპროექტო, საგრანტო, სესხისა და სხვა ტიპის თანადაფინანსების ხელშეკრულებების პროექტის მომზადება.
** სადამფუძნებლო დოკუმენტაციის, ბრძანებების, დებულებების, ინსტრუქციების და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტაციის მომზადება.
** სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხებისა და საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა, შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელისთვის.
** სააგენტოს გამგეობის განსახილველი საკითხებისა და შესაბამისი საოქმო ჩანაწერების მომზადება.
** სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელობის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება.
** მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
** დროის სწორად მართვის უნარი.
** შიდა კომუნიკაციის დაგეგმვისა და წარმართვის უნარი.
** პრობლემების ანალიზის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: hr@rda.gov.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "იურისტი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი გვარითა და სახელით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 13 ნოემბერი.


დაკავშირება მოხდება მხოლოდ რეზიუმეების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან. არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის (https://rda.gov.ge/static/privacy-policy) შესაბამისად, არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, 3 წლის ვადით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, ასევე, გამოიხმოთ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა წერილობით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@rda.gov.ge შეტყობინების გაგზავნით ან/და ფოსტის მეშვეობით ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ს/კ 4047923785 მისამართზე: ქ. თბილისი, ს.ახმეტელის 10ა.
დიდი მადლობა ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |