jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორი - სეზონური
მომწოდებელი: ბენე კომფორტი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

"ბენე კომფორტი" დაარსდა 2020 წელს და უკვე მეოთხე წელია ემსახურება 35-ზე მეტ საცხოვრებელ კომპლექსს და ზრუნავს 4000-მდე მობინადრის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე.

ჩვენი კომპანიის მთავარ ძალას წარმოადგენს გუნდი, რომელიც ზრუნავს მაცხოვრებლებზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე.

კომპანია "ბენე კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორის პოზიციაზე გუდაურში:

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპლექსის მობინადრეებთან კომუნიკაცია, მათ პრობლემებზე დროული რეაგირება;
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** ტექნიკური პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში გადაჭრის გზების მოძიება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მომსახურების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (სასურველია რუსული ენის ცოდნა);

პიროვნული თვისებები:

** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** ვაკანსია არის სეზონური
** სამუშაო გრაფიკი - ცვლებში, ყოველ მეორე დღეს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე;
** ანაზღაურება - 1500 ლარი;
** სამუშაო ადგილი - გუდაური.

ბენეფიტები:

** საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა;
** კვება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორი".

კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |