jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უძრავი ქონების ინსპექტორი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

"TNET" (Technology Network) წარმოადგენს ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას საქართველოში რომელიც TBC PLC ჯგუფის წევრია.

"თინეთი" 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

თინეთში შემავალი ციფრული პროდუქტები 4 ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი: ცხოვრების სტილი, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება. Super APP, Myauto.ge, Myhome.ge, Mymarket.ge, Myparts.ge, Myjobs.ge, Vendoo.ge, Swoop.ge, Tkt.ge, Livo.ge)

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, უძრავი ქონების ინსპექტორის პოზიციაზე!

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო ადგილი: ყაზბეგი

შენი როლი თინეთში:

** მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ მომხმარებელთან კომუნიკაცია და ვიზიტის დროის შეთანხმება;
** მომხმარებელთან ვიზიტი, უძრავი ქონების იდენტიფიკაცია, უძრავი ქონების ფოტოების გადაღება და აზომვა (სავარაუდო).

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

** გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს სასაუბრო დონეზე;
** სასურველია კანდიდატს ჰყავდეს პირადი ავტომობილი.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ.
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge

** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |