jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: პისიშოპ.ჯი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

შპს "პისიშოპ.ჯი", კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.

დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/

კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდი და საბარათე ანგარიშსწორებით სალაროს ოპერაციების შესრულება;
** სალაროში არსებული თანხის კონტროლი;
** სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** წარმოებული ოპერაციების ყოველდღიური შედარება და სიზუსტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** კომუნიკაბელურობა;
** ახლის სწავლის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** მოტივირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სწავლას და კარიერულ წინსვლას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@pcshop.ge. გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |