jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: ლიდერმედი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 ნოემბერი

კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
ანაზღაურება: 1500 ლარი

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:30-დან 17:30 საათამდე;
** შაბათს 09:30-დან 15:30 საათამდე

ან ცვლებში

** ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 14:00 საათამდე;
** ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 14:00-დან 18:00 საათამდე;
** შაბათს 09:30-დან 15:30 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
** პაციენტის ბარათის გახსნა და რედაქტირება ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
** მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსისა და მენეჯერის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით;
** MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 22 ნოემბერი, 2024

დაინტერესებულ კანდიდატებს გთოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელფოსტაზე: hr@leadermed.ge

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "რეგისტრატორი"

კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |