jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: 1C ადმინისტრატორი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი "ნობათის" გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და "ხინდას" ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP"-ი აცხადებს ვაკანსიას 1C ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დემეტრე თავდადებულის 29
სამუშაო განაკვეთი: სრული

** ორგანიზაციის ახალი პროცესებისა და მოთხოვნების პროგრამაში ასახვისათვის საჭირო სქემების განხილვა, ოპტიმალური ვარიანტის ჩამოყალიბება და ტესტირება;
** პროგრამაში საჭირო დავალების, პროცედურისა და ფუნქციის შემუშავება/შექმნა, ტესტირება, გაშვება და შემდგომში მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** პროგრამაში, ორგანიზაციის მოთხოვნების მიხედვით, ცვლილებებისა და სიახლეების განხორციელება, ან/და დამატებითი მოდულების შექმნა-განვითარება;
** პროგრამის ხარვეზების გამოკვლევა და გასწორება; ვერსიების განახლება;
** ახალი მოდულების გარჩევა და აწყობა;
** კომპანიის თვის დახურვის პროცედურაში მონაწილეობა;
** საჭიროებისამებრ, სისტემის მომხმარებლებისთვის მხარდაჭერა, ტრენინგების ჩატარება, სისტემასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და ინსტრუქციების მომზადება;
** სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
** სისტემის პროვაიდეთან კომუნიკაცია;
** დისტრიბუციის მოდულის ადმინისტრირება;
** კომპანიის საფასო პოლიტიკის ადმინისტრირება;
** დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციების შესრულება;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია 1C ERP სისტემის სიღრმისეული, ადმინისტრატორის დონეზე ცოდნა;
** ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგი ელექტრონულ მისამართზე : hr@gagroup.com.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც აკეთებთ განაცხადს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |