"Midea კავკასია" წარმოადგენს "Midea ჯგუფის" ექსკლუზიურ წარმომადგენლობას კავკასიის რეგიონში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია ხელმისაწვდომს ქმნის გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის და შენობის საინჟინრო აღჭურვისთვის საჭირო ტექნოლოგიებს, მათ შორის, შენობის ციფრული მართვის სისტემებს, ლიფტებსა და ესკალატორებს.
"Midea კავკასიის" მთავარი ამოცანა მომხმარებლის ინოვაციური გადაწყვეტებით უზრუნველყოფა და თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: http://midea.com.ge/
"Midea კავკასია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის # 4გ;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00/შაბათი, 10:00-14:00
კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
** საბონუსე სისტემა;
** პროფესიული ტრენინგები, სწავლის და განვითარების შესაძლებლობა;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** სამოტივაციო აქტივობები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი, ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
** ფიტპასი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** ქვეყნის შიდა გაყიდვების პროცესის ეფექტიანად წარმართვა;
** ახალი კლიენტების მოძიება, ეფექტიანი მოლაპარაკების წარმოება;
** ბაზარზე არსებული კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
** საკუთარ პორტფელზე მუშაობა, გაყიდვების ოპტიმიზაცია;
** არსებული პროდუქციის შესახებ ტრენინგების განხორციელება;
** შემოსული მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი შეთავაზების ფორმირება;
** ERP პროგრამაში შეკვეთის მოთხოვნის მომზადება;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ შემომავალ ზარებზე რეაგირება;
** მომხმარებლის ოფისში ვიზიტის შემთხვევაში კონსულტირების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის უზრუნველყოფა;
** ISO 9001-ის სტანდარტით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office);
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნა);
** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.bikashvili@midea.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!