კომპანია "სკალა" 1995 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის სფერო დიზაინი და ავეჯის წარმოებაა. ჩვენი გუნდის მთავარი სიძლიერე პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმია.
ვეძებთ გუნდის წევრს ავეჯის ნახაზების მომზადებისათვის 3 CAD პროგრამაში, რომლის შესწავლასაც ადგილზე უზრუნველვყოფთ.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** ნახაზების განხილვა დიზაინერთან;
** ტექნიკური განდეტალების მომზადება;
** კონსტრუქციული გათვლა;
** 3 CAD პროგრამაში დეტალიზირებული ნახაზების მომზადება წარმოებისთვის;
** სამუშაოს შესრულების ზედამხედველობა;
** მასალათა ჩამონათვალის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** AUTOCAD პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** 3 CAD პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ხის, MDF, ლამინატის და ასევე ქართულ ბაზარზე არსებული მასალებისა და ფურნიტურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების (EXCEL) ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.sanishvili@scalacontract.ge
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.