jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ზეინკალ-ელექტრიკოსი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის შენობების ექსპლუატაციის განყოფილების ელექტრომოწყობილობების რემონტის მე-3 თანრიგის ზეინკალ-ელექტრიკოსის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ელექტროტექნიკური განათლება;
** უსაფრთხოების III ჯგუფის საკვალიფიკაციო მოწმობა;
** ანალოგიური სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (exсel ; word)
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** საზოგადოების შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიებზე ელექტრული კვანძების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** საზოგადოების შენობებში ელექტრული კვანძების ავარიების დროული და კვალიფიციური შეკეთება;
** ოფისების ტექნიკითა და ავეჯით აღჭურვაში მონაწილეობის მიღება;
** შენობის მიმდებარე ტერიტორიის სრულ წესრიგში მოყვანა.
** საზოგადოების ცენტრალურ ოფისსა და საზოგადოების სხვა ობიექტებზე კონდიციონერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** აგრეთვე, ზემდგომ ხელმძღვანელთა დავალებების შესრულება, შენობების სექტორის შესახებ დებულების შესაბამისად.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2024 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით.

სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |