კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, ბათუმში.
ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწრაფულ და თავდაჯერებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიურ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქტის სრულყოფილად ფლობა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** კლიენტებთან ურთიერთობა (ტელეფონის, მეილის, სოციალური ქსელის საშუალებით კლიენტისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება);
** CRM სისტემაში მუშაობა;
** დაფიქსირებული მოთხოვნების CRM სისტემაში რეგისტრაცია;
** კონტროლი მოთხოვნების დროულ შესრულებაზე, საკითხის შესრულების შემდეგ კლიენტთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
** მრავალფეროვან ადამიანებთან კომუნიკაციის, ინტერპერსონალური უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და აქტიურ გარემოში მუშაობის სურვილი;
** ორგანიზებულობისა და ანალიტიკის უნარი;
** გუნდურობის სურვილი
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების გამართულად (Fluently) ფლობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ან ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** CRM-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** უნიკალურ მულტიფუნქციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** გამორჩეულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიქსირებულ ხელფასთან ერთად, საბონუსე სისტემას.
გამოგვიგზავნე რეზიუმე 2024 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: hr@alliance.ge; სათაურში Contact center operator-ის დასახელებით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
ადგილმდებარეობა: 6 მარჯანიშვილის ქ. ბათუმი
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000;
მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.
შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."