jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფინანსური ანგარიშგების მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 18 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანგარიშგების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობის ჰიბრიდულ მოდელს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული განვითარების მხარდაჭერას;
** საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური ანგარიშების მომზადება;
** ყოველწლიური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** შიდა ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
** სააღრიცხვო პერიოდის დროულად და სწორად დახურვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია (ACCA) F1, F2, F3, F7 -ის ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge და სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 20 დეკემბერი, 2024 წელი

ირაო გისურვებთ წარმატებას!

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |