კომპანია "სკალა" 1995 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის სფერო დიზაინი და ავეჯის წარმოებაა. ჩვენი გუნდის მთავარი სიძლიერე პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმია.
ვაცხადებთ კონკურსს ავეჯის კონსტრუქტორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტის ზუსტი ანაზომის გაკეთება;
** ნახაზების განხილვა დიზაინერთან;
** ტექნიკური განდეტალების მომზადება;
** კონსტრუქციული გათვლა;
** მასალათა ჩამონათვალის მომზადება;
** სამუშაოს შესრულების ზედამხედველობა;
** მონტაჟის ზედამხედველობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ხის, MDF, ლამინატის და ასევე ქართულ ბაზარზე არსებული მასალებისა და ფურნიტურის ცოდნა;
** სულ მცირე 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.sanishvili@scalacontract.ge
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.