jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: QBQ
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

კომპანია "QBQ - Question Behind the Question" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"QBQ - Question Behind the Question" ტრენინგ-საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 2016 წლიდან სთავაზობს 170-ზე მეტ პარტნიორს როგორც ინდივიდუალურ და კორპორატიულ ტრენინგებს, აგრეთვე გრძელვადიან HR მომსახურებას.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი

ფუნქცია/მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციის დამყარება, კომპანიის სერვისების შეთავაზება და მოლაპარაკების წარმოება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება დადგენილ ვადებში;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება;
** არსებულ პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზების წარმოება და მართვა;
** ბაზაში არსებული დებიტორების კონტროლი;
** შედეგების სტატისტიკის რეგულარული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სრული/არასრული;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2+);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: qbq.info@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიცია "გაყიდვების მენეჯერი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაზიარებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |