jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები. კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://thermocenter.ge/

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N145ა
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა დასწრების/სამუშაო საათების აღრიცხვა;
** ყოველწლიური შვებულებების, მივლინებებისა და ბიულეტენების ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების ბაზის შექმნა და მართვა;
** შერჩევის საკითხებსა და პერსონალის მუშაობასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა;
** თანამშრომელთა ეფექტიანობის მართვისა და განვითარების ციკლის დანერგვა და მხარდაჭერა;
** ხელფასების ადმინისტრირება;
** ახალი თანამშრომლების მოძიების პროცესის მართვა;
** თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის ადმინისტრირება;
** თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ორგანიზება;
** HR პროცედურების შექმნა, მართვა და შესრულების მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის სხვა პროექტულ თუ ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სპეციალობებით;
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.
** უცხო ენები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** დამატებითი მოთხოვნები: აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს
საქართველოს შრომის კანონმდებლობისა და MS Office პროგრამების სრულყოფილი ცოდნა. ასევე, ძლიერი ანალიტიკური, წერითი / ზეპირი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებით ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** Fitpass.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "HR მენეჯერი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |