აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საჯარო მმართველობის პროგრამის სტაჟირება საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, IT აუდიტის მიმართულებით.
USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამა
USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამა 5 წლიანი პროექტია (2022-2027), რომლის მიზანია გაზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება და მხარი დაუჭიროს მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებულ მმართველობას. შესაბამისად, პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის ინსტიტუტების ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, საზედამხედველო ინსტიტუტების ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას და მოქალაქეების მხრიდან ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მოთხოვნის ზრდას. 2024 წლის 23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ განაცხადა. 31 ივლისს კი ამერიკამ საქართველოს მთავრობას 95 მილიონ დოლარზე მეტის დახმარება შეაჩერა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური და სახალხო დამცველი, პროგრამის პარტნიორი ის ორი ინსტიტუტია, რომელსაც არ ეხება აღნიშნული გადაწყვეტილება.
სტაჟირების პროგრამა:
USAID საჯარო მმართველობის პროგრამის მიზნების მისაღწევად, პროგრამა ეძებს სამ სტაჟიორს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის მიმართულებით, რომლებიც პროგრამის პარტნიორ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაივლიან პროფესიულ პრაქტიკას.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა წახალისებულია სტიპენდიით, თუმცა ეს არ გულისხმობს ანაზღაურებად დასაქმებას. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადამიანური რესურსების და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას IT აუდიტის მიმართულებით, ამ სფეროში ახალგაზრდა პროფესიონალების მოძიებისა და მათთვის გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივის შეთავაზების გზით.
წარმატებულ კანდიდატებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა განივითარონ პროფესიული უნარები, შეიძინონ ახალი გამოცდილება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიაში, მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა IT აუდიტში, ისარგებლონ მენტორობის შესაძლებლობებით და გაუჩნდეთ პერსპექტივა შეუერთდნენ აუდიტის სამსახურის აუდიტორთა გუნდს.
ძირითადი მოვალეობები
USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამა ეძებს სტაჟიორებს, რათა ისინი შეურთდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გუნდს და შეასრულონ შემდეგი მოვალეობები:
** დაეხმარონ აუდიტის სამსახურს ყოველდღიურ საქმიანობაში, რომელიც ორიენტირებულია აუდიტორების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა მათ შეძლონ დანერგონ IT აუდიტის შეფასებები მათ საქმიანობაში.
**აქტიურად ჩაერთონ საქართველოში IT მმართველობისა და მისი მარეგულირებელი გარემოს შეფასების და რისკების, კონტროლის მექანიზმებისა და დამზღვევი ინსტრუმენტების იდენტიფიცირების პროცესში.
**ჩაერთონ სამთავრობო ინსტიტუტების წინაშე მდგარი რისკების შეფასების პროცესში, რაც დაკავშირებულია მონაცემთა კონფიდენციალურობასა და ინფორმაციის უსაფრთხოებასთან და მოქმედ რეგულაციებთან მათ შესაბამისობასთან. ასევე, მონაწილეობა მიიღონ კონტროლისა და დამცავი მექანიზმების იდენტიფიცირებაში.
**შეასრულონ სხვა სამსახურეობრივი მოვალეობები მოთხოვნისამებრ.
სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს სრულ განაკვეთზე მუშაობას 1 წლის ვადით, 2025 წლის იანვარიდან 2026 წლის იანვრამდე. პროგრამა ასევე ითვალისწინებს 3 თვიან გამოსაცდელ პერიოდს. სტაჟირების პროგრამა მხედველობაში მიიღებს სტუდენტების საგანმანათლებლო კალენდარს და ამის მიხედვით უზრუნველყოფს მოქნილ სამუშაო საათებს.
მენეჯმენტი და სამუშაო გარემო:
სტაჟიორები განაწილდებიან საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და ანგარიშვალდებულნი იქნებიან ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტისა და USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის წინაშე. სტაჟიორები მიიღებენ ყოველთვიურ ანაზღაურებას 1000 ლარის (გადასახადების შემდეგ) ოდენობით. სხვა დამატებითი სამსახურეობრივი სარგებელი არ არის გათვალისწინებული.
პროფესიული განვითარება:
სტაჟირების პროგრამის დასაწყისში სტაჟიორებს ჩაუტარდებათ ორიენტაცია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის და ადმინისტრაციული და ანგარიშგების პროცედურების შესახებ. სტაჟიორებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ პროგრამული აქტივობების ფარგლებში მიმდინარე ტრენინგებშიც.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
**ბაკალავრიატის სტუდენტები (მესამედან დამამთავრებელი კურსის ჩათვლით) ან ახალი კურსდამთავრებულები შემდეგი სპეციალობით: კომპიუტერული მეცნიერება, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მენეჯმენტი და STEM სფერო (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა).
**მაღალი აკადემიური მოსწრება, განსაკუთრებით STEM-თან დაკავშირებულ საგნებში.
**საჯარო სამსახურის მიმართ გამოხატული პროფესიული ინტერესი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე განსაკუთრებული ფოკუსით.
**IT აუდიტის სფეროში პროფესიული ზრდის მოტივაცია.
**ინგლისური ენის კარგად, ხოლო ქართული ენის სრულფასოვნად ფლობა.
**ჩამოთვლილი IT აუდიტის ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად: COBIT, საჯარო სექტორის აუდიტი (ISSAI GUID 5100, IDI IT აუდიტის სახელმძღვანელო და ა.შ.).
**ძლიერი სამუშაო ეთიკა, დროის მართვის უნარები, კარგად განვითარებული ემოციური ინტელექტი, განვითარებისა და სიახლეების მიმართ ღიაობა.
აპლიკაციის წარდგენის წესი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე და მაქსიმუმ ერთ გვერდიანი სამოტივაციო წერილი (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) შემდეგ მისამართზე: NGP_Recruitment@dai.com
დოკუმენტაციის მოწოდებისას Subject-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - IT Audit Fellow at the State Audit Office of Georgia.
სამოტივაციო წერილში:
აღწერეთ რატომ დაინტერესდით USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის სტაჟირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში;
არგუმენტირებულად დაასაბუთეთ თქვენი მოტივაცია შესაბამისი განათლების, გამოცდილებისა და ინტერესების სფეროს აღწერით.
პროგრამა განიხილავს მხოლოდ სრულყოფილ განაცხადებს.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 9 დეკემბერი 18:30 საათი.
წერილობით ტესტსა და ინტერვიუს მხოლოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან. სატელეფონო ზარები არ მიიღება.