მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა "ბრედფილდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე, ნახევარ განაკვეთზე.
ძირითადი მოვალეობები:
** თანამშრომლების და/ან პროდუქციის ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით;
** დანიშნულების ადგილზე მისვლა გრაფიკით გათვალისწინებული დროის მიხედვით;
** საწვავის ხარჯვის ცხრილის შევსება ყოველდღიურად;
** ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება და პრობლემის შემთხვევაში დაფიქსირება/შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების დაორგანიზება;
** კომპანიის კუთვნილ ავტომობილებში ჰიგიენის დაცვასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** უშუალო ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება ავტომობილის მდგომარეობის, მუშაობის და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობის შესახებ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კანდიდატს აუცილებელია ჰქონდეს C და D კატეგორიის მართვის მოწმობა;
** პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი, კვირაში ხუთი დღე (ორშაბათი-შაბათი);
** 16:00-დან-21:00-მდე;
** ადგილმდებარეობა: ლილო.
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ყოველთვიური კვების დანამატი;
** სამოტივაციო პროგრამები;
** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancyibh@ibh.ge