jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მძღოლი / დისტრიბუტორი - C კატეგორია
მომწოდებელი: საბუდარა
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

მეფრინველების სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს "საბუდარა/ქართული ფრიველი" 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრიველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით, მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით.

ამჟამად მეფრინველეობის ფერმა აცხადებს ვაკანსიას მძღოლი / დისტრიბუტორის (C კატეგორიის მართვის მოწმობით) პოზიციაზე/მამაკაცი.

თუ ხარ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოტივირებულიუ პიროვენება და გაქვს სურვილი - ჩვენთან ერთად შექმნა შენი განვითარების ისტორია, მაშინ გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი მძღოლი / დისტრიბუტორის პოზიციაზე!

სამუშაო განაკვეთი: სრული / შეთანხმებით;
ანაზღაურება: 1500 ლარიდან - 3 000 ლარამდე (თანხის ზრდა დამოკიდებულია შესრულებული მარშრუტების ოდენობასა და სამუშაო გრაფიკზე)

ჩვენ გთავაზობთ:

** მოხერხებულ გრაფიკს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** სურვილის შემთვევაში კომპანია ხელს შეუწყობს დასაქმებულს გადამზადებასა და სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის აღებაში;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ერთდღიანი წიწილის, აგრეთვე მოზრდილი ფრინველის გადაზიდვა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე აგრეთვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ (ექსპორტი);
** მზა საკვების გადაზიდვა საწარმოს ტერიტორიაზე;
** ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების უზრუნველყოფა (ავტომობილები და საწვავი ეკუთვნის საწარმოს);
** პროდუქციის მიღება-ჩაბარების პროცედურის კონტროლი;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება ზემოაღნიშნული სამუშაოს ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სპეციალიზირებული ავტომობილის მართვის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** მართვის მოწმობა C კატეგორია;

დაინტერესებულ პირებს, რომელთაც არ აქვს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, საწყის ეტაპზე ორგანიზაცია მისცემს შესაძლებლობას შეიძინონ შესაბამისი გამოცდილება!

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gepskartuliprinveli2017@gmail.com და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს / ან მოგვწერეთ FACEBOOK (Sabudara / საბუდარა)გვედზე.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, დავით აღმაშენებლის ქუჩა მე-2 კილომეტრი, ყოფილი ზოოვეტ ინსტიტუტის მიმდებარედ.
ტელ: 595 05 45 10 / 599 50 22 86



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |