jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

"MS holding"-ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედნი, ჩვენი გუნდის წევრები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად.

"MS Holding" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარულ ადამიანს გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ბათუმში.

რისი გაკეთება მოგიწევს:

** პარტნიორ ქსელურ კომპანიებთან მუდმივი მუშაობა განვითარებისა და გაყიდვების შედეგების გაუმჯობესების მიზნით;
** ობიექტებზე ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების მიღება, კორექტირება საჭიროების შემთხვევაში ალტერნატივის შეთავაზება;
** მოლაპარაკების წარმოება არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან (გადახდის პირობების ჩათვლით);
** პროდუქციის მახასიათებლების პრეზენტაცია და შეთავაზება;
** გასული თვეების სტატისტიკისა და მომდევნო თვის მოლოდინის რეალიზაციების მიხედვით გეგმების წარმოება;
** ბაზრის მუდმივი კვლევა და ანალიზი უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
** დებიტორული დავალიანებების ამოღებაზე ზრუნვა;
** სამოქმედო უბანზე/გეოგრაფიულ ზონაზე, გაყიდვების ციკლის სრულად მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ყოველთვიური რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური ან/და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** საკუთარი ავტომობილი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: აჭარა, ბათუმი
** სამუშაო საათები: 09:30 - 18:00 საათი. შაბათ - კვირას დასვენება;
** ანაზღაურება : ფიქსირებული + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.
** საწვავით უზრუნველყოფა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |