სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.
"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;
კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.
ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 450 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" მარკეტინგის გუნდში ეძებს სოციალური მედიის მენეჯერს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სოციალური მედიის სხვადასხვა არხების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და აღსრულება
** კონტენტ კალენდრის შემუშავება
** ტიკ-ტოკ კონტენტ კრეატორთან ერთად კონტენტის გადაღებების დაგეგმვა
** დიზაინერისთვის ბრიფის მომზადება და კონტროლი
** სხვადასხვა არხისთვის რელევანტური კონტენტის შექმნა / განთავსება (გუნდში გვყავს დიზაინერები და კონტენტ-კრეატორი)
** კომერციის დეპარტამენტთან თანამშრომლობა და სოციალური მედიისთვის სააქციო შეთავაზებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა ads manager-დან, სარეკლამო ბიუჯეტის მართვა, მონიტორინგი
** ბაზრის, აუდიტორიისა და კონკურენტების ანალიზი
** რეპორტინგი.
კვალიფიკაცია:
** სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** სასურველია რითეილის სფეროში სრულ განაკვეთზე მინიმუმ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია ქოფირაითინგის მაღალ დონეზე ცოდნა
** აუცილებელია Meta-ს და Ads manager-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** აუცილებელია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
** აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა
** სასურველია Google Tools-ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის, წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
** განვითარებაზე ორიენტირებული
** კრეატიულად აზროვნების უნარი
** ეთიკურობა და აკადემიურობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის სწორად მართვისა და ეფექტურად გამოყენების უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორაციულ ნომერს
** ტრენინგებისა და კურსების დაფინანსებას საქმის საჭიროებიდან გამომდინარე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 სთ, ოფისიდან
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით
თუ ფიქრობთ, რომ ეს ვაკანსია სწორედ ისაა, რაშიც თქვენს თავს ხედავთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@magniti.ge; და subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სოციალური მედიის მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@magniti.ge.