jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ცვლის ლიდერი
მომწოდებელი: სასტუმრო ეპიზოდი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

"სასტუმრო ეპიზოდი" აცხადებს ვაკანსიას ცვლის ლიდერის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო 2 დასვენების დღე)
ანაზღაურება: საათობრივი + ბონუსები + ზეგანაკვეთური ანაზღაურება
ბენეფიტები: კვება / დაზღვევა

ვინ ვართ ჩვენ?

"EPISODE Hotels"-ში ჩვენ ვახდენთ რევოლუციას სტუმართმოყვარეობის სფეროში, რომელიც აერთიანებს დიზაინსა და ტექნოლოგიას. ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ შეასრულონ თითქმის ყველა ოპერაცია იმ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დახმარებით, რომლებიც დანერგილია "EPISODE"-ში. ტექნოლოგიური ინოვაციები ჩვენთვის კომფორტის წყაროა და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ გულწრფელად გაიზიარონ ჩვენი ხედვა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** გუნდის წევრების მუშაობის და შინაგანაწესის დაცვის მუდმივი მონიტორინგი დადგენილი სტანდარტების მიხედვით და შესაბამისი უკუკავშირის მიცემა
** ცვლის განმავლობაში პროცესების გამართულად მიმდინარეობის უზრუნველყოფა
** სასტუმროს სამართავ პროგრამებში მიმდინარე დავალებებისა და ოპერაციების ხარისხიანად და დროულად შესრულება
** ახალი თანამშრომლების დატრენინგება კომპანიის სამუშაო სტანდარტების შესაბამისად
** სტუმრების საჩივრებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება და აღნიშნული ინფორმაციის რეპორტინგი
** სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი
** თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შედგენა
** მარაგების კონტროლი და შეკვეთების გაკეთება
** აღწერა და ინვენტარიზაცია, საწყობის ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა
** ინგლისური ენა B1

სასტუმრო ეპიზოდი არის აღმოსავლეთ ევროპის პირველი სრულად ტექნოლოგიური მომსახურების სასტუმრო. ჩვენთან მუშაობით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დააკვირდეთ, მიიღოთ და შეისწავლოთ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@episodehotels.com და სათაურის ველში მიუთითონ "ცვლის ლიდერი"

ყველა შერჩეული კანდიდატი გაივლის ტრენინგს სამუშაოს დაწყებამდე.

რეზიუმეების განხილვის შედეგად კონტაქტი განხორციელდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატები შეირჩევა საკონკურსო გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ თქვენს მონაცემებს ვაკანსიის ფარგლებში გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ ეთანხმებით შპს "Episode Hotels"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თუმცა, თქვენი რეზიუმე შეიძლება განიხილებოდეს სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე და ინახება 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |