jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ლაზეროთერაპევტი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 7 დეკემბერი

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.

კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ლაზეროთერაპევტის პოზიციაზე.

მდებარეობა: რუსთავი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 4 დღე;
ფილიალის სამუშაო საათები: 10:00-19:00 საათამდე;
ანაზღაურება: მინ. 800 ლარი

სამუშაო გამოცდილება: ადგილზე შეგასწავლით სრულად პროცედურებს, აუცილებელია სამედიცინო განათლება.

ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება ესთეტიკური მედიცინის სფეროში. თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში და მიიღებთ ათობით პოზიტიურ შეფასებას პაციენტებთან მუშაობის ინოვაციური მეთოდების წყალობით. ჩვენი კომპანიის მენეჯერები იმუშავებენ თქვენთან ერთად გუნდურად, მაქსიმალურად მოახდენენ თქვენი მუშაობის რეკლამირებასა და გაპიარებას.

ჩვენთან მუშაობის პრივილეგია:

** პირველადი და მეორადი პაციენტების დიდი ნაკადი;
** სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი სამუშაოს პოპულარიზაცია;
** ტრენინგი და პრაქტიკა კლინიკა "მედის" ბაზაზე;
** მაღალი გამომუშავება/ანაზღაურება;
** კარიერული ზრდა;
** მუშაობა პროფესიონალურ გუნდთან ერთად;
** პოზიტიური ენერგიის უზარმაზარი მუხტი ყოველდღე.

ჩვენი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:

** აუცილებელია სამედიცინო განათლება;
** გამოცდილება არ არის აუცილებელი, რადგან ადგილზე შეგასწავლით პროცედურებს.

მოვალეობები:

** პაციენტის კონსულტაცია;
** სამედიცინო მომსახურების გაწევა, ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას ევროპის დონის კლინიკაში;
** სტაბილურ ხელფასს;
** კორპორაციულ ფორმას;
** მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საჩუქრებს დაბადების დღეზე;
** სასაჩუქრე ქულებს წელიწადში 5-ჯერ.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@medi.ge 2024 წლის 7 დეკემბრამდე. ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |