jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქოლცენტრის კოორდინატორის ასისტენტი
მომწოდებელი: მიდეა კავკასია
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

"Midea კავკასია" წარმოადგენს "Midea ჯგუფის" ექსკლუზიურ წარმომადგენლობას კავკასიის რეგიონში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია ხელმისაწვდომს ქმნის გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის და შენობის საინჟინრო აღჭურვისთვის საჭირო ტექნოლოგიებს, მათ შორის, შენობის ციფრული მართვის სისტემებს, ლიფტებსა და ესკალატორებს.
"Midea კავკასიის" მთავარი ამოცანა მომხმარებლის ინოვაციური გადაწყვეტებით უზრუნველყოფა და თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: http://midea.com.ge/

"Midea კავკასია" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის # 4გ;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 / შაბათი, 10:00 - 14:00

კომპანიაში არსებული ბენეფიტები:

** საბონუსე სისტემა;
** პროფესიული ტრენინგები, სწავლის და განვითარების შესაძლებლობა;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** სამოტივაციო აქტივობები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი, ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
** ფიტპასი;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** საგარანტიო სერვისის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება/დამუშავება;
** მიმდინარე მონტაჟის მონიტორინგის და ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ ინფორმაციის მიღება/დამუშავება;
** ტექნიკურ დეპარტამენტში შემომავალ ზარებზე რეაგირება, სრული ინფორმაციის მიღება, საგარანტიო, თუ არასაგარანტიო შემთხვევის იდენტიფიცირება, შემოსული მოთხოვნის დამუშავება;
** ტექნიკური ჯგუფებისთვის შესაბამისი დავალებების ფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური ჯგუფების მხარდაჭერა;
** ISO-ს სტანდარტით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის მიმართულებით;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.bikashvili@midea.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |