jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 7 დეკემბერი

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.

კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლის გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე ან შესაბამისი პროფილის კომპანიაში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფლობდეს ინფორმაციას ექიმების გრაფიკებისა და პაციენტების ჩაწერის შესახებ;
** შეინარჩუნოს წესრიგი სამუშაო ადგილზე;
** შეავსოს პაციენტის ყველა საჭირო დოკუმენტაცია;
** შეატყობინოს ასისტენტს ან ექიმს პაციენტის ვიზიტის შესახებ;
** შეუქმნას კომფორტი მომლოდინე პაციენტს;
** დაგვიანების ან ვიზიტის გადადების შემთხვევაში აცნობოს ექიმს ან ასისტენტს;
** 15 წუთზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში დაურეკოს პაციენტს, დააზუსტოს მიზეზი და პროგრამულად ასახოს;
** მოახდინოს პაციენტის ინფორმირება პროცედურების, მათი ღირებულებისა და აქციების შესახებ;
** დაითვალოს თანხა, განახორციელოს გადახდა სალარო აპარატის მეშვეობით;
** შეამოწმოს პაციენტის მიერ წარმოდგენილი საბანკო ბარათები, ჩაატაროს გადახდის ოპერაცია;
** განახორციელოს სისტემატური კონტროლი სალარო აპარატზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** საჩუქრები დაბადების დღეზე;
** მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
** სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5-ჯერ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე hr@medi.ge 2024 წლის 7 დეკემბრამდე. გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |