ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ჩვენი მიზანია:
** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად, 134-ნომრიანი ახალაშენებული აპარტსასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ტექნიკური და უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი
საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის საცხოვრებელსა და ტრანსპორტირებას.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ავეჯის, მსხვილი და მცირე ტექნიკის, ელექტრო მოწყობილობის და განათების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** გათბობა-გაგრილების სისტემის გამართული მუშაობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
** სასტუმროს გარე სივრცეების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** არსებული დანადგარების, გაყვანილობებისა და სისტემების გეგმური შემოწმება და კონტროლი;
** დეპარტამენტის თანამშრომლების მონიტორინგი, სამუშაო საათების კონტროლი;
** თანამდებობით გათვალისწინებული ინსტრუქციების/დავალებების შესრულება და სტანდარტების დაცვა;
** საჭიროებისამებრ პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** კოორდინირება გაუწიოს ფუნქციების განაწილებას, სამუშაო განრიგის შედგენას და უზრუნველყოს, რომ სამუშაოს დაწყებამდე ყველა თანამშრომელი იღებს დავალებას მოცემული დღისთვის დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით;
** შეაგროვოს ინფორმაცია და შეინახოს წერილობითი ანგარიშები;
** გაუწიოს კოორდინირება და მონიტორინგი სასტუმროს უსაფრთხოების პროგრამებს დაკარგული და ნაპოვნი ნივთების, სასტუმროს გასაღებების გადაცემის პროცედურების ჩათვლით;
** პერიოდულად დაათვალიეროს სასტუმროს მთელი ტერიტორია;
** გამოიძიოს სხვადასხვა შემთხვევები, ქურდობის, ნივთების დაკარგვის და უკანონო ქმედების შემთხვევები;
** მეთვალყურეობა გაუწიოს CCTV კამერებს და რადიო კომუნიკაციას;
** შეუქმნას სტუმრებსა და თანამშრომლებს უსაფრთხო გარემო
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე;
** კვებით უზრუნველყოფას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ტექნიკური და უსაფრთხოების მენეჯერი."
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
წარმატებას გისურვებთ!