jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ისტორიის მასწავლებელი
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

"ათასწლეულის სკოლაში" გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას.

მოცემულ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ "ათასწლეულის სკოლის" დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები: http://www.millennium-school.org/ge/proektebi

"ათასწლეულის სკოლა" აცხადებს კონკურსს ისტორიის მასწავლებლის პოზიციაზე.

"ათასწლეულის სკოლის" ისტორიის მასწავლებელი:

** სწავლა-სწავლების პროცესში იყენებს თანამედროვე სასწავლო მიდგომებს და მრავალფეროვან სასწავლო რესურს. აქტიურადაა ჩართული სასწავლო რესურსის შექმნა-მოდიფიცირებაში;
** შეუძლია შეიმუშაოს მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული დეტალური და დაბალანსებული სასწავლო გეგმა;
** გეგმავს და მონაწილეობას იღებს სკოლის პროექტებსა და სხვა აქტივობებში;
** თანამშრომლობს საფეხურის კოორდინატორთან, კლასის მასწავლებლებთან, ფსიქოლოგთა გუნდთან და მათთან ერთად ზრუნავს თითოეული მოსწავლის აკადემიური, სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე;
** ერთვება სკოლის მიერ შეთავაზებულ პროფესიული განვითარების აქტივობებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სწავლების მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეული, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.

სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 20 დეკემბრისა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |