"დრესაპ ჯგუფი" 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ვიზუალ მერჩენდაიზერის პოზიციაზე ფეხსაცმლისა და აქსესუარების მიმართულებით ქ. ბათუმში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება;
** კორპორაციული ფასდაკლება პროდუქციაზე.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი.
ფუნქციები და მოვალეობები:
** მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის (ფეხსაცმელი, აქსესუარი) განლაგების მუდმივი მონიტორინგი მერჩენდაიზინგის შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;
** ახალი კოლექციის პროდუქციის სეზონური მერჩენდაიზინგი ბრენდების მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის მერჩენდაიზინგი სეზონური მარკეტინგული აქტივობების (აქციების, ფასდაკლებების) მიხედვით;
** მერჩენდაიზინგისთვის საჭირო ავეჯისა (თარო, სადგამი, კედლის ჩარჩო, კუნძული) და მასალების (ყველა სახის ლოგოს) მობილიზება;
** უფროსი ვიზუალური მერჩენდაიზერის შესაბამისი დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** სხვადასხვა ახალ პროექტებსა და აქტივობებში მონაწილეობის მიღება მერჩენდაიზინგის მიმართულებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებას);
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** საქმეზე ორიენტირებულობა;
** ახალი ინფორმაციის ათვისების/სწავლის უნარი და მზაობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dressupgroup.ge 2024 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ", ვიზუალ მერჩენდაიზერი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.