jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ლაბორანტის დამხმარე
მომწოდებელი: ჯეუ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

საგზაო სამშენებლო კომპანია "ჯეუ ჰოლდინგი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 100 მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.

დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, საგზაო სამშენებლო მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს. თანამედროვე საწარმოო ხაზები და სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სამშენებლო სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი ჯეუ ჰოლდინგის სავიზიტო ბარათია.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის დამხმარეს პოზიციაზე ხარისხის მართვის განყოფილებაში.

სამუშაო პირობები:

** სახელფასო რეინჯი - 1000-1500 ლარი
** სამუშაო საათები- 10:00-19:00 სთ
** ადგილმდებარეობა - თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** ინერტული მასალების ყოველდღიურ კონტროლში ჩართულობა.
** შემოსული ინერტული მასალების (ქვიშა, ღორღი, მტვერი) ნიმუშების აღება და დახარისხება.
** აღებული ინერტული მასალების ადგილზე შემოწმებაში მონაწილეობის მიღება (შესაძლოა მასალის ლაბორატორიაში წაღება უარყოფითი პასუხის შემთხვევაში).
** ბიტუმის ყოველდღიურ კონტროლში ჩართულობა.
** ბიტუმის ყოველ ახალ მომწოდებლის შემთხვევაში ნიმუშების აღებასა და ადგილზე შემოწმებაში ჩართულობა (შესაძლოა მასალის ლაბორატორიაში წაღება უარყოფითი პასუხის შემთხვევაში).
** საჭიროების შემთხვევაში კარიერებზე სიარული და მასალების სინჯების აღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** სასურველია, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** Microsoft Office Program-ის, განსაკუთრებით Excel სამუშაო დონეზე ცოდნა.
** სასურველია, მართვის მოწმობა B კატეგორია.
** სასურველია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორაციულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით
** კორპორაციული ფასდაკლების ბარათებს
** სწავლის დაფინანსებას

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა არის 2024 წლის 18 დეკემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@jeugroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |