მაღაზია "ჯო მალოუნ ლონდონი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ძირითადი მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება;
** სასიამოვნო და მოწესრიგებული გარეგნობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უპირატესობად ჩაითვლება გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
ფუნქციები და მოვალეობები:
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება და კონსულტაცია;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: maka.khutsishvili@academygroup.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20.12.2024.
გთხოვთ, subject ველში მიუთითოთ "კონსულტანტი"
გისურვებთ წარმატებას!