სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. გორში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ცხინვალის გზატკეცილი 9ა
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები:
** საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვის მიზნით პოტენციური კლიენტების მოძიება სხვადასხვა გზებით;
** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
** კლიენტებთან შეხვედრის დანიშვნა, მოლაპარაკება და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სფეროში (ბანკში ან სადაზღვევო კომპანიაში).
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა
აუცილებელი უნარები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** მიზანდასახული.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - გაყიდვების მენეჯერი ქ. გორი.
სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."