jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: გარანტი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

შპს "გარანტი ჯგუფი" garantigroup.ge ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას როგორიცაა: მეტალო პლასტმასის და ალუმინის კონსტრუქცია, ფარდა-ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი, ფასადის სისტემები, ლითონის ნაკეთობები და სხვა. "გარანტი ჯგუფი" მუდმივად აანალიზებს მსოფლიო ბრენდების ინდუსტრიულ სიახლეებს და მუშაობს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვაზე.

კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გუნდში შექმნილია თავისუფალი და მეგობრული გარემო რაც ასევე თანამშრომლების ლოიალობას და კეთილგანწყობას განაპირობებს.

კომპანია "გარანტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ახალ ობიექტზე საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბარბარე ბაირამაშვილის N5 (ყოფილი რადიო ქარხნის შენობა)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1300 ლარი ხელზე ასაღები

ძირითადი მოვალეობა:

** საწყობში შემოსული ტვირთის (მასალები/ აქსესუარების) ჩამოტვირთვა;
** მიღებული პროდუქციის გადაზიდვა და განსაზღვრულ სივრცეში განთავსება/დასაწყობება;
** მიღებული შეკვეთის შესაბამისად, პროდუქციის მოძიება / გამზადება;
** გასაცემი პროდუქციის ავტომობილებზე დატვირთვა ;
** საწყობში ჩატარებულ პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** დისციპლინირებული
** დაუზარელი
** კეთილსინდისიერი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@garantigroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საწყობის თანამშრომელი"

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "გარანტი ჯგუფმა"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |