ბევრი ქალი კვერცხუჯრედის დონორი ან სუროგატი იმიტომ ხდება, რომ სურს, უშვილო წყვილებს ოცნების ასრულებასა და შვილის გაჩენაში დაეხმაროს. "IVF Tours Georgia"-ს გუნდის მიზანი იმ ადამიანების პოვნაა, რომლებიც უშვილო წყვილებს ამ მნიშვნელოვანი ნატვრის ახდენაში ეხმარებიან.
ვაკანტური პოზიციის დასახელება: ბილინგის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა #23
სამუშაო დატვირთვა: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30; შაბათი 10:00-15:00
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:
** კომპანიის მართვის ელექტრონული სისტემის ბილინგის პროცესების კონტროლი და შემუშავება;
** ბილინგში ჩართული რგოლების კონტროლი;
** შემოსავლების აღრიცხვის კონტროლი, პროცესების ოპტიმიზაცია;
** შემოსავლების რეპორტინგი;
** კონტრაგენტების ხელშეკრულებების ცოდნა და პირობების დანერგვის კონტროლი;
** შემოსავლების ანალიზის და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
** ყოველთვიური დებიტორების რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** ფინანსური მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გადმოგვიგზავნოთ ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: m.kozmanashvili@reproart.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 31 დეკემბერი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "აი ვი ეფ ტურს ჯორჯია"-სთვის გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გისურვებთ წარმატებას!