jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ლაზეროთერაპევტი
მომწოდებელი: ესთეტიკის ცენტრი კალისია
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 4 იანვარი

"კალისია" ესთეტიკური მედიცინის ცენტრია, რომელიც 8 წელია წარმატებით ფუნქციონირებს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 7 ფილიალს და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც ესთეტიკურ, ისე სალონურ მომსახურებას სხვადასხვა ქალაქში.

ფილიალები ფუნქციონირებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, თელავი.

პოზიცია: ლაზეროთერაპევტი

შესაძლებელია საქმის ადგილზე შესწავლა!

ძირითადი მოვალეობები:

** პროცედურის მაღალ დონეზე ჩატარება;
** მაღალ ხარისხზე მუდმივი ზრუნვა;
** პაციენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნა;
** პაციენტისთვის დეტალური კონსულტაციის გაწევა;
** დადგენილი ჰიგიენური ნორმების დაცვა.

სამუშაო ლოკაცია: თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა;
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00;
სამუშაო დღეები: 15 სამუშაო დღე (დღეგამოშვებით).
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით, მისამართზე calisiatelavihr@gmail.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ლაზეროთერაპევტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |