კომპანია "ტელექსი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე, ფალიაშვილის #86
დიასახლისი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: 4 საათი დღეში (09:00-13:00)
** სამუშაო დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი
** დასვენების დღე: კვირა
საჭიროებები:
** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნების უნარი;
** კეთილგანწყობა.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპიუტერების და სამუშაო სივრცეების სველი წესით დასუფთავება;
** იატაკის სველი წესით დასუფთავება;
** სამუშაო ოთახის, აივნის, საპირფარეშოს მოწესრიგება;
** ნარჩენებისგან დასუფთავება;
** ოფისის ტერიტორიაზე ჰიგიენის დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ანაზღაურება: 500 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: job@telex.ge
კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და "პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების" დაცვით.