ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში საწყობის აღრიცხვის ოპერატორის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** მიღებული პროდუქციის აღრიცხვა, პროგრამაში ასახვა, დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** შეკვეთილი პროდუქციის გაცემა, აღრიცხვა, პროგრამული ასახვა და დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
** პროდუქციის დასაწყობებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
** პროგრამაში ნაშთების კონტროლი და შესაბამისი შეკვეთების განხორციელება.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** არგუმენტირებულად საუბრის უნარი;
** ორგანიზებულობა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება;
** საწყობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა.
მაშინ,
ჩვენ შენ გეძებთ.
"თეგეტაში" დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1188
"თეგეტა ჰოლდინგში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.