jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფილიალის დირექტორი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 4 იანვარი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელიარაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში ფილიალის დირექტორის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ფილიალში მომუშავე თანამშრომლების პერსონალის მართვა და კოორდინაცია;
** მომსახურებისა და რეალიზაციის პროცესების მონიტორინგი;
** ფილიალის ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვა, ფილიალის შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი/კონტროლი;
** ყოველდღიურად, ფილიალის მომსახურების გაწევისთვის მზადყოფნის ** მონიტორინგი და ინვენტარის საკმარისობის კონტროლი;
** საწყობში მიმდინარე პროცესების მართვა/კონტროლი;
** სალაროს ოპერაციების კოორდინაცია;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და პერსონალის მუდმივი სწავლების უზრუნველყოფა სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
** მომხმარებლებთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების პროცესის კოორდინაცია.
** შესაბამისი რეპორტინგის წარმოება;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გუნდის მართვის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ერთდროულად მუშაობის უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია საავტომობილო ან კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

გამოაგზავნე განაცხადი



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |