jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უფროსი კონტენტის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კალო
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 4 იანვარი

საქართველოში #1 ციფრული აგრო-პლატფორმა "კალო" აცხადებს ვაკანსიას უფროსი კონტენტის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

კონტენტის ადმინისტრატორის როლი მოიაზრებს:

** საიტზე პროდუქტის მახასიათებლების, სურათების, დასახელებების, აღწერების დამუშავებასა და ატვირთვას;
** პარტნიორი კომპანიებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არსებული კონტენტის შემოწმებას, კონტროლსა და განახლებას;
** საიტზე ინფორმაციის (პროდუქტების, აღწერების, ფილტრების) სწორ განლაგებას;
** საჭიროების შემთხვევაში, საიტზე არსებული კონტენტის ჩასწორებას.

უნარები და შესაძლებლობები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სისხარტე;
** გუნდურად მუშაობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.

ამ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება - 900-1200 ლარი.

რა დაგხვდება ჩვენთან:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ოფისი თბილისის ცენტრში;
** ახალგაზრდა, მოტივირებული, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი და ეფექტიანი მუშაობისთვის კომფორტული გარემო.

სამუშაო ადგილი: თბილისი, შიო ჩიტაძის ქ.#11.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: jobs@kalo.ge და გთხოვთ subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |