"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დაგეგმარების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** დისტრიბუციისთვის ტრანსპორტირებისა და მარშრუტიზაციის ოპტიმალური გეგმის შედგენა;
** ტრანსპორტირების გზების და მარშრუტების მუდმივი ოპტიმიზაცია;
** მარშრუტის დაგეგმვის პროგრამული უზრუნველყოფისა და ინსტრუმენტების გამოყენება მიწოდების ლოჯისტიკის ეფექტურად სამართავად;
** ტრანსპორტირების/მარშრუტიზაციის გამოწვევების სწრაფი გადაჭრა, მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებლობისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;
** ტრანსპორტირების მართვის სისტემების (TMS) ცოდნა/გამოყენება;
** ინგლისური და რუსული ენის გამართული ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მენეჯმენტი;
** პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com. გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ინდუსტრიული პროექტების მენეჯერი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 დეკემბერი.
გაცნობებთ, რომ "ლაქტალის ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.