თუ დაიღალე შაბლონური ვაკანსიებით, ერთფეროვანი სამუშაო მოთხოვნებით მაშინ ეს შემოთავაზება შენთვისაა.
"MELT" ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენს პროფესიონალურ გუნდს სამზარეულოში მცხობლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
კომპანია "Melt"-ი არის ინოვაციებზე ორიენტირებული გუნდისგან შემდგარი კომპანია, ჩვენი მიზანია ყოველდღიური ერთფეროვანი კერძები გადავაქციოთ დაუვიწყარ გამოცდილებად, პრემიუმ ინგრედიენტების, მდგრადი პრაქტიკის და მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბურგერის პურის, ფენოვანი ცომის და სხვა ტიპის ცომების მომზადება;
** მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
** ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
** დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა ნებისმიერ დროს;
** აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა;
** ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კვების ჰიგიენური სტანდარტების და უსაფრთხოების ცოდნა.
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
** გუნდში მუშაობის უნარი.
** დროის გადანაწილება ეფექტურად
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
** კონკურენტული ანაზღაურება
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი პროგრესული კომპანიის გუნდის წევრი, ჩვენ დავაფასებთ შენს კრეატიულობას, თანამშრომლობას და უწყვეტ განვითარებას.
თუ მზად ხარ განთავისუფლდე ერთფეროვნებისგან და გახდე მრავალფეროვნების ნაწილი, გამოაგზავნე CV შემდეგ მეილზე: info@Melt.ge. გთხოვთ, "subject"- ში მიუთითოთ "მცხობელი".
"MELT"-ის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ :
https://www.melt.ge/
https://www.instagram.com/_____melt_____/