კომპანია "უნიმედი" 2011 წლიდან პოზიციონირებს. კომპანიის საქმიანობაში მთავარი ფასეულობებია ხარისხი, პროფესიონალიზმი და სანდოობა. "უნიმედი" ახორციელებს სამედიცინო აპარატურისა და ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო საგნების რეალიზაციას, ამასთანავე, ამ აპარატურის მონტაჟს, ინსტალაციასა და სერვისს. ჩვენი პარტნიორები არიან სამედიცინო პროდუქციის მწარმოებელი ცნობილი ბრენდები: Nihon Kohden, Chirana, Intersurgical, Progetti, Gima, Promek Medical, Kenmak, Chison, Gemss Medical, Biocare, Healforce, Acercon Medical, Ensymm, Italray, Ecoray, Fulset და სხვ. ჩვენი კომპანიის პროდუქციით აღიჭურვა და სარგებლობს ბევრი მოწინავე კლინიკა.
Კომპანია "უნიმედი" კვალიფიციური პროფესიონალების მეშვეობით უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შერჩევას, ადგილზე მიწოდებასა და შესაბამისი მომსახურების გაწევას. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე და უზრუნველყოფს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების უზრუნველყოფას როგორ ლოკალურად, ასევე, გლობალურად. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, ესტუმრეთ ჩვენს FB გვერდს: https://www.facebook.com/profile.php?id=100063645292270
ამრიგად, სადაც "უნიმედია", იქ ხარისხი და პროგრესია! სადაც ხარისხი და პროგრესია, იქ წარმატებაა!
სწორედ ამ ფასეულობების გაზიარებისთვის, კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული საწარმოებისთვის და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მიმდინარე წელს ხარისხის ახალი - GMP/GDP სტანდარტების ამოქმედების გამო ამ სტანდარტებზე გადასვლისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
** მედიკამენტების, სახარჯი მასალებისა და სხვა ფარმაცევტული პროდუქციის მიღება
** სამუშაო სივრცეში და საწყობში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღწერა, აღრიცხვა
** არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემა და აღრიცხვა
** სამუშაო სივრცეში და საწყობში არსებულ პროდუქციაზე ნაშთის კონტროლი
** გეგმური ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა
** ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
** რეპორტების, ფინანსური და სტატისტიკური ანალიზის მომზადება
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება (შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა აუცილებელია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა;
** GMP და GDP სტანდარტებზე მუშაობის გამოცდილება;
** რეპორტების წარმოების გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას
** კარიერულად ზრდის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass
თუ თვლით, რომ სამუშაოს შინაარსი და თქვენი კვალიფიკაცია თანხვედრაშია ერთმანეთთან, გამოაგზავნეთ რეზიუმე cv@unimedi.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შპს "უნიმედი" ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, კანდიდატები ემხრობა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "უნიმედის" მხრიდან დამუშავდება კანდიდატის შესაბამისობის დადგენისთვის არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!