კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - სუსტი დენების ინჟინრის პოზიციაზე.
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს ელექტრო და მექანიკური საინჟინრო პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: პროექტების დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ანაზღაურება: 2000 - 4000 ლარამდე, გამოცდილებიდან გამომდინარე.
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-19:00. შაბათ-კვირის გარდა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. ვაჟა-ფშაველას №45
ფუნქცია-მოვალეობები:
** სუსტი დენების მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და პროექტის მომზადება;
** არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და კონკრეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა;
** პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობისას, პროდუქტის შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით;
** სუსტი დენების სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება;
** ინჟინერ-მემონტაჟეებთან, პროექტ-მენეჯერთან, ჯგუფების ხელმძღვანელებსა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ სხვა პირებთან კომუნიკაცია;
** შესრულებული პროექტის რევიზია;
** ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** საინჟინრო პროგრამების ცოდნა; (სასურველია- AUTOCAD);
** სუსტი დენების (სახანძრო სიგნალიზაციის, ვიდეო-მეთვალყურეობის, ინტერნეტის ქსელის, აუდიო სისტემის და სხვა სქემების შედგენა;
** განათლება: უმაღლესი განათლება ელექტრობის ან IT ინჟინერიის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
უნარები და თვისებები:
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლიანი;
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** სამედიცინო დაზღვევა;
** პროფესიული განვითარება;
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მზარდი ანაზღაურება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.facebook.com/sekkeipark
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!