საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი, ნუკი, პლასმონი, ჰაინცი, კოტექსი, კლინექსი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, მერჩენდაიზინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა;
** თბილისის უბნების კარგად ცოდნა.
პირობები:
** ფიქსირებული ანაზღაურება;
** ტრანსპორტის საწვავით უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამუშაო განაკვეთი: სრული. 10:00 - 18:00.
პიროვნული თვისებები:
** გუნდურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word).
მოვალეობები:
** დაქვემდებარებული პერსონალის ადმინისტრაციული მართვა/კონტროლი;
** მერჩენდაიზერებისთვის უბნების და ობიექტების განაწილება;
** გააკონტროლოს მერჩენდაიზერების შესრულებული სამუშაო;
** მოახდინოს კონკურენტი პროდუქტების, თუ კომპანიების პრომო აქტივობების მონიტორინგი და მისი სამუშაო ტაბელში ასახვა;
** გააკონტროლოს სავაჭრო ობიექტების თაროზე პროდუქციის განთავსება, კომპანიის და სავაჭრო ობიექტის სტრატეგიიდან გამომდინარე;
** შეარჩიოს სავაჭრო ობიექტებზე სწორი თარო პროდუქციისთვის, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების შემდგომ ზრდას;
** გააკონტროლოს სავაჭრო ობიექტებზე განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლები.
** გააკონტროლოს და უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტები სარეკლამო მასალებით;
** ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან;
** გუნდში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მერჩენდაიზინგის მენეჯერი".
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
** მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
** სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
** ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
** მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
** მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
** ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
** ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
** შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."