წიგნის მაღაზიათა ქსელი "ლიბრა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ წიგნების გაყიდვების სფეროში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერი პროგრამის კურსდამთავრებული ან სტუდენტი
** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
** სასურველია სალარო აპარატის და ტერმინალის ფლობა
ძირითადი მოთხოვნები:
** შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
** ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით
** პოტენციური მომხმარებლებისათვის გასაყიდი პროდუქტის/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება
** არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
** გაყიდვების გეგმის შესრულება.
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:
** სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი
** მომხმარებელთან ურთიერთობა
** გაყიდვების ტექნიკების ფლობა
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ ატმოსფეროს.
სამუშაო პირობები:
** მდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი
** სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე კვირაში, 1 დღე დასვენება.
** შრომის ანაზღაურება: 700 ლარიდან, ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს საბონუსე სქემა ყოველთვიურად
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება, ერთკვირიანი სტაჟირება და საცდელი ვადა.
რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: librawignebi@gmail.com