სს მისო "ქართული კრედიტი", პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა ბაზარზე და წარმატებით ფუნქციონირებს 2006 წლიდან. დღეისთვის წარმოდგენილია 6 ფილიალით და საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.
ქართული კრედიტი აცხადებს ვაკანსიას - საკრედიტო ექსპერტის (გამოცდილი) თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: მარნეული, გორი, ყვარელი, ლაგოდეხი, გურჯაანი, თელავი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოძიება, მათთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** აგრო-ბიზნეს სფეროების ანალიზი და მათი ფინანსური საჭიროების საკითხების განსაზღვრა, საკრედიტო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი, პრობლემური სესხების მართვა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ეკონომიკური, ფინანსების, ბიზნესის მართვის ან აგრო მიმართულების განხრით;
** ფინანსურ ორგანიზაციაში ბიზნეს ან/და აგრო დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** სერვისზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.
პოზიციის პირობები:
** ფიქსირებულ ხელფასი (გამომდინარე კანდიდატის გამოცდილებიდან) + ყოველთვიური კონკურენტული ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 17:30-მდე, ყოველი თვის ბოლო შაბათი 10:00-14:30 საათამდე.
** კორპორატიულ ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები გამოსაცდელი ვადის შემდეგ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge
შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს.
გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს მისო "ქართული კრედიტის" მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: vacancy@geocredit.ge
თუ გსურთ, თქვენი რეზიუმე განხილულ იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებთან მიმართებით, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და შესაბამისი თანხმობა, გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancy@geocredit.ge სახელწოდებით "რეზერვი". მიღებული ინფორმაცია აისახება აპლიკანტების რეზერვში და დაგიკავშირდებით თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ რეზერვში თქვენი რეზიუმე შეინახება 3 წლის ვადით, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ რეზიუმე წაიშლება.
ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.