jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიესი
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 4 იანვარი

შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის №63
სამუშაო გრაფიკი- 40 საათი, ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00, შაბათი 09:00-15:00
ანაზღაურება: 1600 + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და კლიენტთა ბაზის წარმოება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენა/გაცნობა, მოლაპარაკების წარმოება;
** კლიენტთა მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
** კლიენტებთან შემდგომი ურთიერთობა, პროექტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო მასალების კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალური.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - HR@bs.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |